მზა დიზაინი
ხუთი შაბლონი. დიზაინის შეცვლა ერთი დაჭერაა და შენს ტექსტს არ ეხება.

მზა საიტი მცირე ბიზნესისთვის: დიზაინი, ჰოსტინგი, ორი ენა და სიახლეები. ჩვენ ვრთავთ — შენ მხოლოდ სიტყვებს ცვლი.
ნახე ცოცხალი დემოყველაფერი, რაც საინფორმაციო საიტს სჭირდება — და არაფერი ზედმეტი.
ხუთი შაბლონი. დიზაინის შეცვლა ერთი დაჭერაა და შენს ტექსტს არ ეხება.
ვიზიტორების უმეტესობა ტელეფონიდან შემოდის — საიტი სწორედ იქ იწყება.
ორი ენა თითო ტექსტზე. თარგმანი თუ არ შეავსე, ქართული ჩანს — გვერდი არ იშლება.
სათაურები, აღწერები, sitemap და მიკრომონიშვნა თავისით იწერება.
დაწერე დღეს, გამოქვეყნდეს ორშაბათს — ჩანაწერი თავის თარიღს ელოდება.
ატვირთე და ჩასვი. ზომებს, ფორმატებს და მინიატურებს სისტემა თვითონ არჩევს.
შევსებული ფორმა ადმინში ჩამოდის და სპამში არ იკარგება.
სერვერი, სარეზერვო ასლები და მწვანე ბოქლომი ფასშია — ცალკე ანგარიში არ არის.
ცოცხალი ადამიანი, რომელიც პროგრამისტულად არ გელაპარაკება.
ცარიელი გვერდიდან დაწყება არ გიწევს — საიტი პირველივე წუთს სავსეა.
სილამაზე, კლინიკა, კაფე, მშენებლობა. სექციები, ტექსტი და იკონები მაშინვე დგება.
შენი სახელი, ტელეფონი, ფასები. რასაც რედაქტორში ხედავ, ზუსტად ის დაიხატება.
მოსინჯე ხუთივე შაბლონი. შიგთავსი ადგილზე რჩება — მხოლოდ იერსახე იცვლება.
საიტი ცოცხლდება. თუ რამე არ მოგეწონა, წინა ვერსია ერთი ღილაკით ბრუნდება.
თითო დარგს მზა ტექსტი, სექციები და იკონები ხვდება.
ერთი საიტი, ერთი ფასი. ჩართვა უფასოა.
ერთგვერდიანი საიტი, რომელიც უკვე ყველაფერს ამბობს.
როცა სერვისებსა და ნამუშევრებს ცალკე გვერდი სჭირდება.
რამდენიმე თანამშრომელი, დიდი მედია და სწრაფი პასუხი.
ფასი ერთ საიტზეა. .ge დომენი ცალკე იხდება (≈30 ₾ წელიწადში). წლიურ გადახდაზე ორი თვე უფასოა.
დიდი კონსტრუქტორები შესანიშნავი ხელსაწყოებია — დეველოპერისთვის. მათთან ერთად მოდის პლაგინები, განახლებები, თავსებადობა და ის დილა, როცა საიტი „თვითონ გატყდა“.
oop.ge მეორე გზაა: საიტი, რომელსაც ვერ გატეხავ. აქ პლაგინი არ არსებობს, რადგან სარედაქტირებელი მხოლოდ ტექსტი, ფოტო და სექციების რიგია. განახლება ჩვენი საზრუნავია — შენი ის, რასაც კლიენტს ეუბნები.
თუ ხვალ საიტის მართვა თანამშრომელს უნდა გადასცე, ისიც შეძლებს: სწავლას ათი წუთი სჭირდება.
ერთი სამუშაო დღე. დარგის მზა შიგთავსი მაშინვე დგება — დანარჩენი შენი ტექსტის ჩასმაა.
ჰოსტინგი, SSL-სერტიფიკატი და სარეზერვო ასლები — დიახ. .ge დომენი ცალკე იხდება, დაახლოებით 30 ₾ წელიწადში. თუ დომენი უკვე გაქვს, უბრალოდ მოგვაბამთ.
ეს სისტემის მთავარი აზრია. შედიხარ, წერ და აჭერ „გამოქვეყნებას“. პროგრამისტი არ გჭირდება, სწავლას ათი წუთი სჭირდება.
ყოველი გამოქვეყნება ცალკე ვერსიად ინახება და წინა ვერსია ერთი ღილაკით ბრუნდება. ე.ი. შეცდომა შექცევადია — არაფერი იკარგება.
ვერა. თითო საიტი ცალკე მოიჯარეა: რომელი საიტი იხსნება, მისამართი განსაზღვრავს და არა შენი მოთხოვნა; ატვირთული ფაილები კი საიტის დირექტორიაში საერთოდ არ დევს.
დიახ. ტექსტი და ფოტოები შენია — მოთხოვნისას ერთ არქივად გადმოგცემთ. ხელშეკრულება ვადით არ გვაქვს.
ჯერ არა. oop.ge საინფორმაციო საიტია: მომსახურება, ნამუშევრები, სიახლეები, კონტაქტი. კალათა და ონლაინ გადახდა გეგმაშია.
თვეში ერთხელ, გადარიცხვით. წლიური გადახდისას ორი თვე უფასოა. გათიშვა ნებისმიერ დროს შეგიძლია — ჯარიმის გარეშე.
რა დაემატა ბოლო დროს.
ახალი „სარეკლამო“ შაბლონი დაემატა. დიზაინის შეცვლა ტექსტს არ ეხება.
დაწერე დღეს, გამოქვეყნდეს ორშაბათს — ადმინში შესვლა აღარ დაგჭირდება.
ოთხი წესი, რომელიც ერთ საათში შეგიძლია გამოიყენო.
მოგვწერე, რა საქმიანობა გაქვს — და ხვალ უკვე შენს ტექსტებს დაინახავ საიტზე.
შეავსე ფორმა და ერთ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებით.